თბილისი

საქართველოს დედაქალაქ თბილისის ისტორია 1500 წელზე მეტს ითვლის. იგი მასიურად არის გარემოცული ისტორიული ძეგლებით (ციხესიმაგრეები, გალავნები, ტაძრები, სამკურნალო გოგირდოვანი წყაროები და სხვა), რაც მის მნახველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის უძველეს ქართულ კულტურაზე. ლეგენდების მიხედვით სწორედ გოგირდოვანი წყლების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული დედაქალაქის გადმოტანა უძველესი და დიდი ისტორიის მქონე სატახტო ქალაქ მცხეთიდან, რომელიც თბილისიდან 20 კმ-ით არის დაშორებული.

ისტორიული ადგილების მონახულებასთან ერთად მრავალი სტუმარი უდიდეს სიამოვნებას იღებს აქვე არსებული ღვინის მარნების მიერ წარმოდგენილი უნიკალური ქართული ღვინოების დაგემოვნებითა და ქართული თბილი სტუმართმასპინძლობით ქართული ნაციონალური უგემრიელესი კერძების თანხლებით.

სტურებისათვის საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივ, შემეცნებით ადგილებში შეიძლება გამოიყოს მრავალი ადილი, მათ შორის:

  • მთაწმინდა, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი მთელ თბილისსა და მდინარე მტკვარზე, რომელიც თბილისს ორ ნაწილად ჰყოფს. აქვე აღსანიშნავია მთის ფერდობზე ამავალი უნიკალური ტრამვაი. მთაწმინდაზე ფუნქციონირებს თანამედროვე ატრაქციონების პარკი.
  • ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიატებელი კულტურა.
  • ბოტანიკური ბაღი მისი უნიკალური და იშვიათი ხე-მცენარეებით და სხვა.
  • უარავი უცხოელი სტუმარი ბრუნდება თბილისში რომ კვლავ მოინახულოს იგი და დატკბეს ქართული სტუმართმოყვარეობითა და მასპინძლობით.