სიღნაღი

საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა მისი უნიკალური ისტორიული წარსულით, შემორჩენილი ძეგლებითა და ადათ-წესებით.

სიღნაღი ერთადერთი ციხექალაქია რომლის გალავანიც სრულად არის შემონახული დღემდე. ციხესიმაგრის კედელი დაცულია საყარაულო კოშკით, საიდანაც ულამაზესი ხედი იხსნება ალაზნის ველსა და კავკასიონის ქედზე. თანამედროვე ეპოქაში სიღნაღი იწოდება სიყვარულის ქალაქად. იგი გაშენებულია მთის მწვერვალზე დაბალი ულამაზესი სახლებითა და ვიწრო, ქვით მოკირწყლული და მიხვეულ-მოხვეული, ციცაბო ქუჩებით, წითელი სახურავებით იტალიური კლასიციზმის სტილში.

უამრავი მნახველი არერთხელ სტუმრომბს ამ ულამაზეს მხარეს და ყოველ ჯერზე უდიდესი ემოციებით დამუხტული ტოვებს მას. გასაოცარი გეოგრაფიული ადგიმდებარეობა და ხედები, ადგილობრივი მოსახლეობის გულთბილი დახვედრა და სტუმართმოყვარეობა, ადგილბრივი ჰავა და ნაციონალრი კერძები - ყოველივე ეს უდიდეს გავლენასა და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ნებისმიერ სტუმარზე.

ყოველივე ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტიც რომ ერთ მექსიკელ კაცს იმდენად შეუყვარდა სიღნაღი რომ გადაწყვიტა აქ დამკვიდრებულიყო და მცირე ზომის სახლი შეიძინა, სადაც შემდგომში მექსიკური სამზარეულოც კი გახსნა და დრეს თავის სიხარულს სხვებსაც დიდი სიამოვნებით უზიარებს.