მესტია

მესტიაში არის კარგად განვითარებული სამთო სათხილამურო კურორტი თეთნულდი, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე (სათხილამურო ტრასის სიგრძე 9,5 კმ. ტრასის ვერტიკალური დახრა 1,7 კმ). ხოლო თავად მწვერვალი თეთნულდის სიმაღლე შეადგენს 4852 მეტრს ზღვის დონიდან.

მესტია არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი კუთხის კერძოდ კი სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრს. იგი ევროპის სხვა მაღალმთიანი რეგიონებისაგან განსხვავებით გამოირჩევა იმით, რომ მოსახლეობა წელიწადის არც-ერთ სეზონზე არ ტოვებს ამ კუთხეს მისი სიმაღლისა და მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად.

სვანეთი გამორჩეული კუთხეა თავისი კულტურით, განვითარებით, ტრადიციებით და თვითმყოფადობით. რთული რელიეფი იცავდა მას მტერთა შემოსევებისგან. შესაბამისად მეტად ინარჩუნებდა თავისუფლებას და ტრადიციას, სწორედ სვანეთი იყო რომელიც ძნელბედობის ჟამს ცხოვრების გასაგრზელებელ რესურსსა და ძალას უნახავდა დანარჩენ საქართველოს. ცას მიბჯენილი უზარმაზარი მთის მწვერვალები, ულამაზესი ხელუხლებელი ბუნება, საუკუნოვანი კოშკები და ისტორია გადაიშლება თქვენ თვალწინ მთელი თავისი დიდებულებით. აქ ისევ ცოცხლობს მითები და ლეგენდები. მესტიაში მდებარეობს ცნობილი მთამსვლელი მიხეილ ხერგიანის სახლ მუზეუმი. მას კლდის ვეფხვს უწოდებდნენ. სვანეტში არის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, სულ 6 დარბაზი ფუნქციონირეს, ერთ-ერთი ეძღვნება ქრისტიანულ საგანძურს, სადაც გამოფენილია 9-11 საუკუნეებსი შექმნილი ისეთი შედევრები როგორიცაა 40 სებასტიელი მოწამის ხატი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, ვენეციური ჯვარი. თამარ მეფის მიერ შეწირული სურა. ადისის ოთხთავი და სხვა.

თეთნულდი მწვერვალია სვანეთის კავკასიონზე მდინარე ენგურის სათავეზე, სიმაღლე 4852 მეტრი, მის მიმდებარედ მოქმედებს სამთო სათხილამურო კურორტი თეთნულდი, მშენებლობა დაიწყო 2014 წლის მაისში, ეს ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელია. 9.5 კმ და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნა აქვს