ბაკურიანი

ბაკურიანი, ეს არის საქართველოში ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი, მრავალმხრივ განვითარებული სამთო კურორტი, რომელიც იზიდავს სხვასადსხვა ასაკის, ინტერესისა და აქტივობის ადამიანებს პასიური დასვენებიდან აქტიური სპორტული ღონისძიებების ჩათვლით წელიწადის ოთხივე სეზონზე. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1700 მეტზე. ბაკურიანს წელიწადის ოთხივე დროს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. - ზამთრის სეზონი - ბაკურიანის სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორია იწყება 1934 წლიდან. დღეის მდგომარეობით ბაკურიანში ფუნქციონირებს 4 სასრიალო ტრასა:

  • დიდველი
  • ზღვის დონიდან 1854 მ-დან 2450 მ-მდე, დასრიალების ჯამური სიგრძე 4008 მ.

  • ტატრა-პომა
  • ზღვის დონიდან 1800 მ-დან 2250 მ-მდე, დასრიალების ჯამური სიგრძე 1822 მ

  • კოხტა - გორა
  • ზღვის დონიდან 1750 მ-დან 2150 მ-მდე, დასრიალების ჯამური სიგრძე 1525 მ.

  • ე.წ. 25-იანები
  • წარმოადგენს სამოყვარულო სათხილამურო ტრასას რომელსაც ძირითადად სტუმრობენ დამწყები მოთხილამურეები. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ერთადგილიანი საბაგირო ღია სავარძელით და სათრეველა საბაგირო 400 მეტრამდე სიგრძის.

    აქვე ფუნქციონირებს მსოფლიოში ცნობილი და ბევრისათვის საყვარელი მთის ატრაქციონი ე.წ. ტობოგანი (მთის ციგა), რომელიც გაიხსნა 2016 წელს (ტრასის სიგრძე 960 მეტრი, ხოლო დახრილობა 28%).

    გარდა სამანქანი გზისა კურორტს შეუძლია მსურველს ეწვიოს ე.წ. კუკუშკათი, რომელიც წარმოადგენს ვიწროლიანდაგიან მატარებელს. მისი გზა გადის ულამაზესი ბუნების გავლით, ამ გზისათვის მსოფლიოსათვის კარგად ცნობილი თავად ალექსანდრ გუსტავ ეიფელის (ეიფელის კოშკის ავტორი) მიერ კონსტრუირებული სარკინიგხო ხიდია აგებული.

  • ზაფხულის ტურების განმავლობაში უამრავ ტურისტზე წარუშლელ შთაბეჭდილებას აგრეთვე ტოვებს ზღვის დონიდან 1700 მეტრზე გაშენებული ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი. რომლის განაშენიანება მოიცავს 17 ჰა-ს.
  • ზოგადად ბორჯომის რაიონი და რა თქმა უნდა მათ შორის ბაკურიანი განსაკუთრებით ცნობილი არის მისი მინერალური წყლების სიუხვით, რომელთა გარკვეული ნაწილი საექსპორტოა. (საყოველთაოდ ცნობილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს მინერალური წყალი ბორჯომი, საირმე, მიტარბი) მათი დაგემოვნება ნებისმიერი მსურველისათვის არის შესაძლებელი უშუალოდ ბუნებრივი წყაროებიდანაც კი. გარდა იმისა რომ არის სასიამოვნოდ დასაგემოვნებელი აგრეთვე გააჩნიათ სამკურნალო თვისებები - ისინი საკმაოდ დადებითად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის სისტემაზე.