განაცხადის ფორმა

იმპლანტოლოგია

 Online კონსულტაცია;
 საჭირო მონაცემების მიღება;
 მიღებული მონაცემების ანალიზი;
 ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვა;
 მოსალოდნელი პერიოდის განსაზღვრა;
 ბიუჯეტის შედგენა;
 აეროპორტში დახვედრა;
 ტრანფერი წინასწარ შერჩეულ სასტუმროში;
 კურირება მომსახურების ყველა ეტაპზე;
 შესრულებული სამუშაოების შემოწმება;
 ტური თბილისში;
 გამოსამშვიდობებელი საღამო;
 ტრანსფერი აეროპორტში;

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი მომსახურება, რომელიც მოწოდებულია უზუნველყოს მიღწეულ იქნას მაქსიმალურად მაღალი შედეგი ოპტიმალურ ფასად; საქართველოში დიდი ხანია არსებობს "სტომატოლოგიური ტურები". ეს მიმართულება ბევრი ქვეყნისთვის კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა და სხვადასხვა ქვეყანაში მას განსხვავებული სახელით მოიხსენიებენ. მაგალითად ევროპაში მას "სტომატოლოგიურ შვებულებას" უწოდებენ.

ამგვარი მომსახურება მიზნად ისახავს მოახდინოთ ფინანსური სახსრების მნიშვნელოვნად დაზოგვა, ამავ დროულად შეძლოთ მაღალი შედეგის-ხარისხის მიღება და ამ ყველა სიკეთესთან ერთად სასიამოვნოდ დაისვენოთ. ჩვენ დაგეხმარებით დაგეგმოთ ტური ისე, რომ შეათავსოთ სტომატოლოგთან ვიზიტები სასიამოვნო დასვენებასთან და საქართველოს ულამაზესი ადგილების მონახულებასთან ერთად.


ურთიერთობის ფორმა და ეტაპები

კომპანიას და დამსვენებელს შორის ურთიერთობა მოიცავს შემდეგი სახის ეტაპებს:

  • Online კონსულტაცია გულისხმობს პირველადი ინფორმაციის შეგროვებას დამსვენებელზე;
  • პირველი კონტაქტის და სტომატოლოგიური მიმართულების განსაზღვრის შემდეგ, ჩვენი კონსულტანტი მოგაწოდებთ ჩამონათვალს იმ გამოსაგზავნი მონაცემების შესახებ, რომლებიც საჭიროა ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის და მკურნალობისთვის ყველა საჭირო ეტაპის განსაზღვრისთვის (3D პანორამა, სურათი...);
  • კონსულტაციის და სამუშაოების დაგეგმვისთვის საჭირო ტრანზაქცია;
  • მონაცემების მიღების შემდეგ ჩვენს მიერ მოწვეული ექიმი-სტომატოლოგი იწვევს, შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმებით დაკომპლექტებულ კონსილიუმს;
  • კონსილიუმის შემდე ხდება დამსვენებელთან კომუნიკაცია და კონსილიუმის შედეგების მიწოდება (შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და აღწერა, საჭირო პერიოდი დაწყებიდან დასრულებამდე, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ბიუჯეტი);
  • შემდეგ ეტაპზე დამსვენებელი არჩვეს ჩამოსვლის თარიღს, მისთვის საინტერესო ტურებს და სასტუმროს;
  • თანხმდება ტურის ახალი ბიუჯეტი - დაგეგმილი დასასვენებელი ტურების და ერთობლივად შერჩეული სასტუმროს ღირებულების გათვალისწინებით;
  • მოცემულობიდან გამომდინარე, დგინდება "სტომატოლოგიური ტური"-ს ზუსტი გრაფიკი - სტომატოლოგთან ვიზიტის და სამოგზაურო ტურების ერთმანეთთან შეთავსების თვალსაზრისით, რომელიც ასევე თანხმდება დამსვენებელთან;
  • ჩამოსვლის დღეს, ჩვენი თანამშრომელი დაგხვდებათ აეროპორტში და მოახდენს ტრანსფერს სასტუმროში;
  • ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენ ტრანსპორტირებას კლინიკებში გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად (სამუშაოების სპეციფიკა შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე კლინიკას);
  • ყველა ეტაპზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხს შეამოწმებს ჩვენი მოწვეული სპეციალისტი და მხოლოდ მაღალი ხარისხის არსებობის შემთხვევაში მოხდება შემდეგ ეტაპზე გადასვლა;
  • ყველა ეტაპის გავლის შემდეგ ჩვენი კომპანია გთავაზობთ გამოსამშვიდობებელ საღამოს რესტორანში;
  • გამგზავრების დღეს, ჩვენი თანამშრომელი მოახდენს თქვენ გაცილებას აეროპორტში;
  • თქვენი გამგზავრების შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გაგიწევთ Online კონსულტაციას;

  • ჩვენი უმნიშვნელოვანესი უპირატესობები

    ჩვენ, სპეციალურად თქვენთვის მოვიწვიეთ მაღალი კლასის პროფესიონალი (თეა ხორავა), რომლის მიღწევების სიაშია:

  • მეცნიერული ხარისხი დოქტორის წოდებით;
  • მრავალი ნაშრომი და სტატია თერაპიულ სტომატოლოგიაში;
  • გამოგონება -ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი-პატენტი არხის საბჟენი მასალა პერიოდონტიტის ქრონიკული და ქრონიკული გამწვავებული ფორმის სამკურნალოდ P3468" (პუბლიკაცია);
  • პერიოდონტიტების და კისტების სამკურნალო საშუალებების შემუშავება და სტანდარტიზაცია.თსსუ სამეცნიერო შრომათა კრებული (პუბლიკაცია);
  • ცეოლითში დიფუნდირებული მეთილურაცილის გამოყენება პერიოდონტიტის სამკურნალოდ. საქართველოს სამედიცინო მოამბე (პუბლიკაცია);
  • გამოგონება და პატენტი მინერალური ბჟენის შექმნაში (ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს);
  • სახელმწიფო სერთიფიკატი თრაპიულ სტომატოლოგიაში;
  • სახელმწიფო სერთიფიკატი საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაციაში;
  • საქართველოში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში (Curacio) მთავარი ექიმი-სტომატოლოგი;
  • მოქმედი პრაქტიკოსი სტომატოლოგი;
  • საქართველოში დღეს-დღეობით უამრავი სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს, რომლებიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დონის სპეციალისტებით და ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც უჭირთ გარკვევა, თუ სად შეიძლება მიიღოს სათანადო მომსახურება. ამ სფეროში არსებული ვითარებიდან გამომდინარე აღნიშნული მომსახურება საინტერესო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.