Currency Converter


ტურები

ბაკურიანი

სამთო-სათხილამურო

გუდაური

სამთო-სათხილამურო

შემოდგომა საქართველოში

შემოდგომა

ბაკურიანი

ბაკურიანი

სამთო-სათხილამურო

მესტია

მესტია

სამთო-სათხილამურო

გუდაური

გუდაური

სამთო-სათხილამურო

ძველი თბილისი

არქიტექტურა

სიღნაღი

რომანტიული

გოდერძი

გოდერძი

სამთო-სათხილამურო


სილამაზის ტური
NEW
სტომატოლოგიური თერაპია

თერაპია

სტომატოლოგია

იმპლანტოლოგიაა

იმპლანტოლოგია

სტომატოლოგია

სტომატოლოგიური ორთოპედია

ორთოპედია

სტომატოლოგია


ტურიზმი საქართველოში

საქართველო მისი უდიდესი ისტორიის, გეოგრაფიული მდებარეობისა და გასაოცარი სტუმართმოყვარეობის წყალობით მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან უამრავ მნახველს იზიდავს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მათზე.

საქართველო გამოირჩევა მისი მრავალფეროვნებით, რაც წელიწადის ოთხივე დროს იზიდავს უამრავ ტურისტს. აქ მსურველებს შეუძლიათ მოინახულონ გასაოცარი ისტორიული დასახლებები, ძეგლები და სხვა არქეოლოგიური მონაპოვარები რომელთა გარკვეული ნაწილი ძველი წელთაღრიცხვით თარიღდება, ასევე მოინახულონ და სასიამოვნო დრო გაატარონ სხვადასხვა კურორტზე, იქნება ეს სამთო-სათხილამურო, ბალნეოლოგიური თუ სხვა სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობი ადგილი. ყოველივე ამას კი ლამაზად ამკობს ქართული სტუმართმოყვარეობა და მასპინძლობა, რაც ოდითგანვე მოსდევს ქართველ ერს - ქართველი მასპინძელისათვის სტუმარი ღვთისაა (ღვთისგან ბოძებული/გამოგზავნილი ადამიანი) და ეს ნიშნავს რომ მას განსაკუთრებული პატივი უნდა სცენ. თავად ქართული სუფრა კი აკადემიაა - აქ ყოველი სადღერძელო უდიდესი შინაარსის მატარებელია.

საქართველო არის ღვინის სამშობლო. ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არის უძველესი ყურძნის წიპწები რომლებიც თარიღდება ძვ. წელთ აღრიცხვის მე-6 საუკუნით, ხოლო ამჟამად 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი საქართველოში. ქართული ღვინის სახეობებიდან აღსანიშნავია ქინძმარაული, მუკუზანი, ტვიში, ოჯალეში, მანავი, ხვანჭკარა, საფერავი, წინანდალი და სხვა. საქართველოში დიდი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობს ღვინის ტურები, რომლის დროსაც უდიდეს სიამოვნებას იღებს დამსვენებელი როგორც სხვადასხვა ღვნის დაგემოვნებითა და მათი ისტორიის გაცნობით, ასევე ულამაზესი ბუნებით.

საქართველო უკვე ბოლო რამოდენიმე წელია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტურიზმის განვითარებას. საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას ტურისტებისატვის. საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს დამსვენებელს მიიღოს უმაღლესი დონის მომსახურება გასაოცრად ხელმისაწვდომ ფასად სხვა ქვეყნებში ცნობილ საკურორტო ზონებთან შედარებით.

საქართველო მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე უძველესი დროიდან წარმოადგენს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელს. ეგრედ წოდებული აბრეშუმის გზა სწორედ საქართველოზე გადიოდა. მას დღესაც არანაკლებ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ერთ-ერთ ყველაზე ოპტიმალურ სატრანზიტო ქვეყანას. სწორედ საქართველოზე გადის ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები. გაიხსნა მეტად მნიშვნელოვანი სარკინიგზო გზა ბაქო-თბილისი-ყარსი.

საქართველოს ესაზღვრება დასავლეთიდან შავი ზღვა, ჩრდილოეთიდან - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ - აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი. კულტურულ-გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ რეგიონებს შორის მდებარეობს, რაც თავისებურ გავლენას ახდენს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. აქ ჩამოედინება 26 060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათას კმ-ს აღწევს. მდიდარი არის ფლორითა და ფაუნით, მინერალური რესურსებით. ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მიწისქვეშა წყლებით. კერძოდ კი იგი საშუალოდ 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. ქიმიური და აირული შედგენილობის მიხედვით, საქართველოს მიწისქვეშა წყლები მრავალფეროვნებით ხასიათდება. მათ იყენებენ, როგორც სასმელი და სამკურნალო დანიშნულებით, ასევე სითბური ენერგიის წყაროებად. სასმელი და სამკურნალო მინერალური წყლების გარკვეული ნაწილის ჩამოსხმა და უცხო ქვეყნებში ექსპორტიც კი ხდება როგორიცაა მაგალითად: ნაბეღლავი, ბორჯომი, ლიკანი, მიტარბი, საირმე და სხვა.

საქართველოს ტერიტორიაზე მტკნარი მიწისქვეშა წყლების 100-ზე მეტი საბადოა ცნობილი, რომელთა ბუნებრივი რესურსები შეადგენს 18 მლრდ მ3/წელიწადში (573 მ3/წმ), რომელთაგან 95%-ს სასმელი წყლები შეადგენს.

საქართველოს მისი სიმდიდრეების გამო ოდიდგანვე უამრავი მტერი ჰყავდა და უამრავი ომი აქვს გადატანილი და მოგებული. სწორედ უცხო მტერთა შემოსევის დროს საკუთარი თავისა და სხვადასხვა საგანძურის, მათ შორის ძვირფასეულობის გადასარჩენად ცდილობდნენ მათ გადამალვას გამოქვაბულებსა და სხვა ძნელად მისადგომ ადგილებში.

სხვადასხვა ნაგებობების, იქნებოდა ეს ციხესიმაგრეები თუ ტაძრები და სხვა სალოცავები, მათი მშენებლობის დროს გათვალისწინებული იყო სხვადასხვა სამალავები და საიდუმლო გასასვლელები, რაც საქართველოს კიდევ უფრო მიუღწევადსა და ძნელად დასაბყრობს ხდიდა. აღნიშნული კუთხით უამრავთა შორის ერთ-ერთ უნიკალურ ქმნილებას წარმოადენს დღემდე შემორჩენილი მე-11 საუკუნეში აგებული უდიდესი საეკლესიო ნაგებობა "სვეტი ცხოველი". მის კედლებს შორის გადის საიდუმლო გვირაბები, სადაც საეკლესიო მსახურები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. ტაძარშივე არის წყლის ჭა, სადაც აგრეთვე საიდუმლო გვირაბი არის მოწყობილი.