კომპანიის შესახებ

კომპანია "SeeGE" დაარსდა 2018 წელს პროგრესულად და ნოვატორულად მოაზროვნე, საქმეში გამოცდილ ადამიანების მიერ. ჩვენი მიზანია ტურიზმი, როგორც მომსახურება და სერვისი, ავიყვანოთ სრულიად ახალ დონეზე. ამ მიზნის განსახორციელებლად ჩავატარეთ არა ერთი კვლევა და კონსულტაციები გავიარეთ ამ სფეროში მოღვაწე, მდიდარი გამოცდილების მქონე, ადამიანებთან. შევაჯერეთ ცოდნა და გამოცდილება, რომლის შედეგადაც შეიქმნა თქვენს წინაშე მდებარე Web გვერდიც.